13:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 17:34:28, 877 ნახვა

საზოგადოება
ახალქალაქში შსს-ს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

„კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics