02:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 16:22:30, 1179 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას

კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული მდებარეობის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკანონო ქმედება, საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს. 

"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული მდებარეობის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

რუსეთის უკანონო ქმედება, მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას!",- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ივლისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური შეთანხმების "რატიფიცირება" მოახდინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics