2023-07-25 14:22:45, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
AP - აშშ უკრაინას 400 მილიონ დოლარამდე ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის
აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების პაკეტში შედის:
- რაკეტები სისტემისთვის HIMARS და NASAMS;
- საარტილერიო საბრძოლო მასალა;
- ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები Javelin და MANPADS Stinger;
- 32 Stryker-ის ჯავშანმანქანა;
- ნაღმების გასასუფთავებელი აღჭურვილობა;
- Hydra-70 რაკეტები, ნაღმმტყორცნები;
- მილიონობით ტყვია მცირე იარაღისთვის;
- Hornet დრონები.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას გეგმავდა.
მანამდე, 12 ივლისს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადაცემის შესახებ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,