2023-07-25 09:27:22, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთმა უკრაინაში Leopard 2A4-ის ტიპის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში Leopard 2A4-ის პარტია და ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს.
უწყების ცნობით, სანტანდერის პორტიდან უკრაინაში სატვირთო გემი გაემგზავრა. სამხედრო დახმარება კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრულად აგვისტოს დასაწყისში გადაეცემა.
"ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება 4 Leopard 2A4-ის ტანკისგან, გარდა ამისა, 6 Leopard 2-ის, იგივე მახასიათებლებით, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს",- აცხადებენ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა უკრაინაში ასევე გაგზავნა TOA M-113-ის ტიპის 10 ჯავშანტექნიკა (მათგან 3 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის), 10 სატვირთო მანქანა (5 მესაზღვრეებისთვის, დანარჩენი შეიარაღებული ძალებისთვის) და დამატებით მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა, რომელიც განკუთვნილია მესაზღვრეებისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,