23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 13:13:21, 1269 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - გირკინის დაკავება რუსეთის ჯარში უკმაყოფილებას გამოიწვევს

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის და ბლოგერის, იგორ გირკინის დაკავება რუსეთის ჯარში უკმაყოფილების მაპროვოცირებელი გარემოება შეიძლება გახდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გირკინის დაკავება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკასთანაა დაკავშირებული.

„მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება აღაშფოთებს ბლოგერის მიმდევრებს - სამხედრო სამსახურის წევზებს, რომლებიც გირკინს გამჭრიახ სამხედრო ანალიტიკოსად და პატრიოტად თვლიან...

გირკინი დიდი ხანი აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ბოლო დროს ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და მისი ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგ პირდაპირ კრიტიკაში გადაიზარდა“,- აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) გუშინ, 21 ივლისს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics