23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 12:12:36, 1151 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს საზღვაო ძალებს პირველად ქალი უხელმძღვანელებს - ადმირალი ლიზა ფრანჩეტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს საზღვაო ძალების მეთაურის პოსტზე ადმირალი ლიზა ფრანჩეტი წარადგინა. დანიშვნა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალი აშშ-ს საზღვაო ფლოტში წამყვან პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ფრანჩეტი მეორე ქალი ადმირალია აშშ-ს ისტორიაში.

ფლოტის ამჟამინდელი მეთაური, ადმირალი მაიკ გილდეი პენსიაზე გადის ხანდაზმულობის საფუძველზე.

ეს არის მოულოდნელი წარდგენა აშშ-სთვის. მანამდე ამ პოსტზე ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ადმირალი სამუელ პაპარო ითვლებოდა. თუმცა, ბაიდენმა ამჯობინა მისი წარდგენა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში საზღვაო ძალების მეთაურის თანამდებობაზე.

ფრანჩეტის კანდიდატურის წარდგენისას, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ის 1985 წლიდან მსახურობდა საზღვაო ძალებში. იგი მეთაურობდა აშშ-ს მეექვსე ფლოტს ხმელთაშუა ზღვაში, აშშ-ს საზღვაო ფლოტს კორეაში და მსახურობდა ერთობლივი სტრატეგიისა და დაგეგმვის განყოფილებაში. ფრანჩეტი ამჟამად მუშაობს აშშ-ს საზღვაო ძალების ოპერაციების უფროსის მოადგილედ.

ფრანჩეტის პირველი განათლება ჟურნალისტია. შემდეგ მან დაამთავრა საზღვაო კოლეჯი და მას შემდეგ არ დაუტოვებია საზღვაო ფლოტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics