23:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 11:27:45, 907 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. 

მეწყერი რაიგადის რაიონის სოფელ ირშალვადიში ჩამოწვა და 17 საცხოვრებელი სახლი ქვეშ მოიყოლა.

მაშველებმა ამ დროისთვის 75 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.

სამაშველო სამუშაოები, რომელიც ხუთშაბათს გვიან ღამით, ძლიერი წვიმის გამო შეჩერდა, დღეიდან განახლდა.

წვიმამ პრობლემები შექმნა მუმბაიშიც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სკოლები დაიხურა. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics