23:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 11:31:13, 857 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - რუსეთმა, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ადამ ჰოჯი აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება.

ჰოჯის თქმით, კრემლმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. 

"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა, შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად",- აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 17 ივლისს რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics