2023-07-18 16:25:45, 1966 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად
ამერიკის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ BBC-სთან საუბრისას განაცხადა.
BBC-ის ცნობით, კასეტურ საბრძოლო მასალებს უკრაინელები ბახმუტში გამოიყენებენ.
"გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში და მზად იქნება გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში“,- წერს გამოცემა.
ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.
"რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ამასთან, 14 ივლისს პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,