2023-07-17 14:29:54, 1948 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინა ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ“ თავდასხმაში დაადანაშაულა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და და ჩანიშნულია ექსპერტიზაც.
"03:05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი," - აღნიშნულია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, თუმცა მომხდართან დაკავშირებით უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,