00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 13:58:09, 2961 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

პესკოვის თქმით, შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობაა.

„ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის ხელშეკრულებების მოქმედება. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადაა 17 ივლისი. სამწუხაროდ, ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, არ შესრულდა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“,- თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი", რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ „დაუბრუნდება ამ გარიგების განხორციელებას“.

ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს, 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics