00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 10:36:22, 1137 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

"ამერიკის ხმის" ცნობით, ბაიდენი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს, ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს შეხვდება.

გამოცემის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები სკანდინავიის სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთანაც: ულფ კრისტერსონტან (შვედეთი), იონას გაჰრ შტორთან (ნორვეგია), მეტე ფრედერიკსენთან (დანია) და კატრინ იაკობსდოტირთან (ისლანდია).

აღსანიშნავია, რომ ბაიდენსა და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა იქნება.

როგორ "ამერიკის ხმა" წერს, ბაიდენი გახდება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჰელსინკს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ეწვია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთამდე დიდ ბრიტანეთსა და ლიეტუვაში იმყოფებოდა. ბაიდენი დიდ ბრიტანეთში 10 ივლისს ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

რაც შეეხება ლიეტუვას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყანას 11-12 ივლისს, ნატოს სამიტზე დასასწრებად ეწვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics