21:24 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 13:16:05, 666 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის მშენებლობა დასრულდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას და საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა.

„საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პანდუსის მშენებლობა დასრულდა და უკვე რამდენიმე დღეა, მძღოლები სარგებლობენ აღნიშნული გზით. ვინაიდან, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას, საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. ასევე, მოეწყო ახალი გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. საკმაოდ პრობლემური იყო გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა, იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღნიშნული კვანძი პრობლემას აღარ წარმოადგენს და გოთუას ქუჩიდან ჩამსვლელები ისარგებლებენ ახალი პანდუსით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის შედეგად, გოთუას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გახდა ცალმხრივი და ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის.

პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics