01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 11:26:02, 871 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი

უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, სამართლიანი მშვიდობის დადგომით "არავინ არ წააგებს"

"უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი. და კიდევ ერთხელ, თქვენი თანდასწრებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავინ წააგებს სამართლიანი მშვიდობის დადგომით",- განაცხადა ერდოღანმა. 

მისივე თქმით, თურქეთი უკრაინას "ფეხზე წამოდგომაში" დაეხმარება.

"ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ბაზარზე ლიდერობენ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თავიანთი ქვეყნის აღდგენაში დაეხმარებიან",- დასძინა ერდოღანმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც თავის თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics