|
2023-07-07 14:42:04, 1232 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ევროკავშირთან თანამშრომლობით ვიწყებთ პროექტს, რომლის ფარგლებში კიდევ 1300 სპეციალისტი გადამზადდება სხვადასხვა დისციპლინებში და შეემატება იმ ეკოსისტემას, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საქართველოს როგორც ინოვაციური, ტექნოლოგიური და ICT ჰაბის პოზიციონირებას ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და ევროკავშირის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა მოაწერეს, 2 წლის განმავლობაში საქართველოს 1 300-ზე მეტი მოქალაქის გადამზადებას ითვალისწინებს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად ისეთ პროფესიებში, როგორიცაა პროგრამირება, პროექტ-მენეჯმენტი, დიზაინი, და სხვა. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მთელი რიგი ღონისძიებები და პროგრამები ხორციელდება, რის შედეგადაც საქართველო ყალიბდება, როგორც რეგიონული ცენტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. „ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტია ICT მიმართულება - ორი წლის წინ შემოვიღეთ სპეციალური ფისკალური რეჟიმი, რის შედეგადაც 80-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა ქვეყანაში და აწარმოებს თავის ბიზნესს საქართველოდან. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის მიწოდება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, გადამზადებისა და ტრენინგების კუთხით ICT სექტორში არაერთი პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უკვე გადამზადებულია 3000 სპეციალისტი და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ კიდევ 5000 ადამიანის გადასამზადებელი პროგრამის დაწყებას", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)