15:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 14:49:14, 741 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია სააკაშვილზე - რადგან გამოაჩინეს, დაბრკოლება აღარ არის, რომ ექიმები შეუშვან

რადგან გამოაჩინეს, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ ექიმები შეუშვან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შეშვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ალასანიას თქმით, აღნიშნული ექიმების ჯგუფში "არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას".

"გუშინ სისხლის გადასხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, დავარდნილი იყო ჰემოგლობინი და ეს პერიოდულად ხდება ხოლმე. სიცხე ყოველთვის, ბოლო ხანებში, დილიდან 37 აუცილებლად აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და წნევაც არის ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი. რადგან დაუშვეს ის, რომ გამოაჩინეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ შეუშვან ის ექიმები, ის პოლონელი ექიმები, ფაქტობრივად, არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილი ჯგუფი. ასე რომ, ესენი კი არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას. მე მოვისმინე ჩვენი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მოიწვიონ ნებისმიერი ექიმიო და ჩვენ, კი ბატონო, შევუშვებთო და აბა, სად არის?!",- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა.

სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics