03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 10:03:10, 1084 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს, უკრაინა ნატოში მიიწვიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა ნატოში მიიწვიოს.

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, საკითხზე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, „გადაწყვეტილების მიმღები“ ბაიდენია.

”ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატოში”, - თქვა უკრაინის მთავრობის მეთაურმა და დაამატა, რომ ახლა მოწვევა ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივატორი იქნება.

კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა დაელოდოს ქვეყანა მოწვევას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად აღნიშნა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია", უკრაინამ მოწვევა "ახლა" მიიღოს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნები“,- ამბობს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics