03:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 10:48:59, 1242 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქებში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება - დაკავებულია ასობით ადამიანი [ვიდეო]

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ, მესამე ღამეა, საპროტესტო აქციები იმართება.

CNN-ის ცნობით, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია პარიზში, ბორდოში, ლიონში, რუბეში, მარსელსა და ლილიში. 

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, პროტესტის დაწყებიდან დღემდე, 600-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს, ნანტერში 17 წლის მოზარდი ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელი 17 წლის ნაჰელს იარაღს უმიზნებს. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics