04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 15:57:05, 932 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ძალოვნებს - თქვენ შეაჩერეთ სამოქალაქო ომი

თქვენ იცავდით ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ წესრიგს, სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო აჯანყებისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი,- ასე მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის მოედანზე შეკრებილ თავდაცვის სამინისტროს, გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და FSO-ს წარმომადგენლებს.

პუტინმა  მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების პერსონალს, სამართალდამცავ უწყებებს და სპეცსამსახურებს და აჯანყების დროს დაღუპული მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

"რთულ ვითარებაში თქვენ მოქმედებდით ნათლად, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ ხალხის ერთგულება. ხალხმა და არმიამ აჯანყებულების მხარე არ დაიჭირეს, სამხედროების მონდომებამ და გამბედაობამ ისევე, როგორც საზოგადოების კონსოლიდაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში. სამართალდამცავი ორგანოების სწრაფმა და ზუსტმა განლაგებამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესად საშიში განვითარების შეჩერება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილება. აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპულმა პილოტებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა",- თქვა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics