|
2023-06-26 09:57:40, 1103 ნახვა
საზოგადოება
ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. მათი ცნობით, ჯილდოს საქართველოში უკრაინის წარმომადგენლობა დაღუპულის დედას გადასცემს. "რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაცემული ჩვენი ძმა და თანამებრძოლი მიშა კაპლანი დაჯილდოვდა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის. მედალს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს",- აღნიშნულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს, ლუგანსკში სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)