06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 15:59:52, 776 ნახვა

მსოფლიო
ვორონეჟის გუბერნატორი - „ვაგნერი“ ოლქის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებს

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დანაყოფები ვორონეჟის ოლქს ექსცესების გარეშე ტოვებენ. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა.

გუსევის თქმით, ყველა დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის მაგისტრალებზე, "სიტუაციის მოგვარების" შემდეგ მოიხსნება.

„სრულდება „ვაგნერის“ დანაყოფების გადაადგილება ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე. ის საშტატო რეჟიმში და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს“,- დაწერა გუსევმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები "ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics