|
2023-06-20 16:13:32, 1914 ნახვა
სხვადასხვა
ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა
ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლებას აძლევს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ERR.ee იტყობინება. კანონპროექტს მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 34, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება ჰქონდათ შვილები აეყვანათ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით. ძალაში რჩება ასევე კოჰაბიტაციის შეთანხმების დადების შესაძლებლობა, რომელიც ესტონეთის კანონმდებლობაში 2016 წელს იქნა დაფიქსირებული. ერთსქესიანთა ქორწინების კანონი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა. ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. 2023 წლის მონაცემებით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება ლეგალური იყოს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სლოვენიასა და კუბაში. საზღვარგარეთ ჩატარებული ერთსქესიანი ქორწინებები ასევე აღიარებულია ისრაელის მიერ. 2022 წლის დეკემბრიდან რუსეთმა აკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები 400 ათას რუბლამდე მოქალაქეებისთვის და ხუთ მილიონ რუბლამდე ორგანიზაციებისთვის. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ქორწინება განისაზღვრა როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)