|
2023-06-15 10:18:28, 1070 ნახვა
ეკონომიკა
„ქართულ ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში“ - კოპენჰაგენში, RAW Wine-ზე საქართველოდან ღვინის 14 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine საქართველოდან ღვინის 14 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, RAW Wine (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. „ქართველი მეღვინეები ძალიან კარგად ართმევენ თავს საქმეს, მათი ავტორიტეტი უფრო და უფრო ძლიერდება. ისინი ყვებიან ისტორიას, შეფუთვა შესანიშნავია, ბევრს მოგზაურობენ, სიამაყით აჩვენებენ საკუთარ ღვინოს. ისინი შესანიშნავები არიან, შესანიშნავი მიმართულებით და უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს ისინი. ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ვფიქრობ, ახლა ღვინოები არის ძლიერი, მდგრადი, დამახასიათებელი, აქვთ საკუთარი ისტორია, ვფიქრობ, ქვევრი ძალიან მაგიური ჭურჭელია. გასაოცარი არის ის, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია, სხვადასხვა სახეობით, მთიანი ვენახებით, კლიმატით, ამ პატარა ადგილზე ყველაფერი არის, რაც გასაოცარია და ხარისხი შესანიშნავია, ღვინოები უფრო გამძლეა, ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა. 20232 წელს, გამოფენაში RAW Wine (The Artisan Wine Fair) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 180-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა. გამოფენის სტუმრები ქართულ ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვის სააგენტო მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)