|
2023-06-14 10:18:12, 663 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ENPARD-ის მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის მესამე ტრანშის (ENPARD, Phase IV, tranche III) მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს. "ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოში როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER მიდგომით ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის, ნარჩენების მდგრადი მართვის, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვალდებულებების შესრულების დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, შეხვედრებს მეოთხე ტრანშის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე პასუხიმგებელი სააგენტოების წარმომადგენლებთან გამართავენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)