10:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 19:47:30, 1122 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც გავლენის სფეროების აღდგენას ცდილობდა

ვცდილობდით, ცივი ომის დასრულების შემდეგ შეგვექმნა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, 2014 წლიდან ნატო-ს სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე.

„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად, დაწყებული საქართველოდან 2008 წლიდან. სწორი იყო იმის იმედი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან, მაგრამ შემდეგ თანდათან ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც იგი ცდილობდა, აღედგინა გავლენის სფეროები, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ერებს. შემდეგ კი ნატო-ს თანდათან, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე, განსაკუთრებით 2014 წლიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics