|
2023-06-08 10:31:51, 940 ნახვა
ეკონომიკა
ახალი შესაძლებლობა „თიბისის“ ბიზნეს კლიენტებისთვის - Visa Signature Business ბარათი
„თიბისისა“ და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისის“ მსხვილი ბიზნეს კლიენტებისთვის, Visa Signature Business ბარათი შეიქმნა. ასეთი მაღალი კლასის ბიზნეს ბარათის კორპორაციული კლიენტებისთვის გამოშვება, პირველი პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. ახალი ბიზნეს ბარათი კომპანიების მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული, რაც პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე ხარჯებისთვის ლარის უფასოდ გამოტანას გულისხმობს, დღეში - 30 000 ლარიანი, კვირაში კი 200 000 ლარიანი ლიმიტით. ახალი ბიზნეს ბარათით გადახდები მაქსიმალურად დაზღვეულია. გადახდისას კორპორაციული დაზღვევა ვრცელდება, რაც თანამშრომლების მიერ ბარათით არამიზნობრივი გადახდის დაფიქსირების შემთხვევაში, წლიურად 25 000 დოლარამდე დანაკარგის ანაზღაურებას უზრუნველყოფს. Visa Signature Business ბარათი დამატებით უპირატესობას სთავაზობს მენეჯერებს საერთაშორისო მოგზაურობის დროსაც, მათ შორის, Lounge Key პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით, წლის განმავლობაში 6-ჯერ სარგებლობას. ასევე, წელიწადში 10-ჯერ, თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა აეროპორტში Fast Track International-ის სერვისით სარგებლობას, რაც საპასპორტო და უსაფრთხოების კონტროლის რიგის გარეშე, სწრაფად გავლას გულისხმობს. ბარათი 500 000$-იან სამოგზაურო დაზღვევასაც მოიცავს, რაც სამედიცინო, ასევე ფრენის გადადების, ან ბარგის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. Visa Signature Business ბარათით booking.com-ზე გადახდის შემთხვევაში - 6%-მდე ქეშბექი, rentalcars.com-ზე მანქანის დაჯავშნისას კი, 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Visa ბიზნეს კონსიერჟის მომსახურებით ისარგებლონ, რომელიც WhatsApp-ის, Viber-ისა და Telegram-ის აპლიკაციების დახმარებით, 24/7-ზე ხელმისაწვდომია. ბიზნეს კონსიერჟის მომსახურება უფასო იურიდიულ და საბუღალტრო კონსულტაციებს, ასევე 24/7-ზე ავტო ასისტენტის მომსახურებას აერთიანებს. „Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Visa Signature Business ბარათი, სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის საქართველოს ბაზარზე. მისი ფუნქციები ჩვენი კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით. ახალი პროდუქტი სრულად თანხვედრაშია „თიბისის“ მისიასთან - გავუმარტივოთ მომხმარებლებს ცხოვრება და საქმიანობა. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებს მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე შესაძლებლობები შევთავაზოთ და დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში დავეხმაროთ", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)