|
2023-06-07 14:09:53, 662 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეგობარ თურქეთს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისსა და ანკარას შორის, ასევე სტამბოლთან სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. „ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენ ქალაქებს შორის, გამოცდილების გაზიარება. ახლო მომავალში ვგეგმავთ თურქეთში ვიზიტს, რათა ადგილზე გავეცნოთ სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებს. სიამოვნებით გავიზიარებთ მაგალითად, ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკასაც. ამ მხრივ ჩვენ ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ალი ქაან ორბაიმ აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საქართველოს განვითარებასა და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. „თბილისი ულამაზესი ქალაქია. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელობა. ჩვენ მზად ვართ თბილისთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის, რადგან საქართველოს განვითარება და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია თურქეთისთვის“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)