|
2023-06-02 22:10:17, 882 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე და კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. როგორც აქტივისტი ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს დაკავების მიზეზი ბანერი გახდა, რომელსაც ზედ "ირაყლი" ეწერა. შოთა თუთბერიძის გარდა კიდევ დაკავებულია, ორი პიროვნება ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე. ''შოთა თუთბერიძე დააკავეს პარლამენტთან ახლა, ბანერის ხელში ჭერის გამო. აქ ვართ, ვნახოთ შემდეგი ვინ იქნება.… Update: ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძეც დააკავეს'', - წერს ნიკა ფარულავა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. ბექა გრიგორიადისი პირველ ივნისს პარლამენტთან კარვის გაშლის დროს დააკავეს, მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, დღეს კი, საქალაქო სასამართლომ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)