|
2023-05-31 13:36:37, 799 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი - ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა - მოსკოვი არა
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო საუკეთესო, რაც მოგვისმენია ქართველი ლიდერებისგან,- ასე ეხმაურება სახელმწიფო უსასფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ლილუაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურის გამოსვლით "გავიგეთ ის, რომ პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ". "გავიგეთ ის, რომ ჯერ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ და მერე ვიზრუნოთ სხვა ქვეყნებზე... არ უწოდებიათ რუსეთის რუპორი [ღარიბაშვილისთვის]. პოლიტიკოსები ჩვენთანაც ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ნაწილი მისაღებია. საქართველოს მოსახლეობა რას ფიქრობს, ეს არის ჩვვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა - მოსკოვი არა",- თქვა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუციის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის განცხადებებს არაერთი პარტნიორის მწვავე შეფასება მოჰყვა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)