|
2023-05-30 13:56:07, 839 ნახვა
საზოგადოება
30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა
თბილისის მერია, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს 164 მოქალაქეს უფინანსებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს/ უწყების ცნობით, მერიამ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსება დაიწყო, ხოლო 2022 წლიდან, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებასაც უზრუნველყოფს. „ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა. თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამის დაწყებით, გაფანტული სკლეროზის მქონე პირების საწოლს ან ეტლს მიჯაჭვულობისგან დახსნა გახდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)