18:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 18:17:06, 1022 ნახვა

პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს გვერდით იქნება

ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით გაუგზავნა.

ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ... ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს“,- ნათქვმია ჯო ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics