12:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 12:57:36, 879 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში რუსული გავლენების კომისიის შექმნის გადაწყვეტილების გამო დონალდ ტუსკმა მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა

პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყანაში რუსული გავლენის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.

კომისიას პროკურორისა და მოსამართლის უფლებამოსილებები ექნება. მას შეეძლება ჯარიმების დაწესება, მათ შორის პოლონეთის ბიუჯეტის კონტროლთან დაკავშირებული საჯარო თანამდებობების დაკავების ათწლიანი აკრძალვა.

კომისიის შექმნას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 219-მა, კიდევ ერთმა თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც 2020 წელს ხელახლა აირჩიეს კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან. ჯერჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა ის ამას, წერს Associated Press.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მიმართულია ოპოზიციის წინააღმდეგ სეიმის შემოდგომის არჩევნების წინააღმდეგ. ამჟამინდელი მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს 2007-2014 წლებში და ახლა ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმის ლიდერს ადანაშაულებს „რუსეთის მიმართ ზედმეტად მეგობრულ დამოკიდებულებაში“ და მისთვის სასარგებლო გაზის კონტრაქტების გაფორმებაში.

ტუსკმა მათ, ვინც კომისიის შექმნას მისცა ხმა, მშიშრები უწოდა, რომლებიც ძალაუფლების დაკარგვის შიშით არღვევდნენ დემოკრატიულ პრინციპებს. მან პოლონელებს მოუწოდა შეუერთდნენ 4 ივნისს პროდემოკრატიულ მარშებს.

ექსპერტები შიშობენ, რომ კომისია შეძლებს დაისაჯოს „ვინც აკრიტიკებს არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წესრიგს“, ვინაიდან „რუსული გავლენის“ განმარტება ძალიან ბუნდოვანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics