17:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 13:06:58, 1308 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარაში 4500 მოსწავლე ამთავრებს სკოლას. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა  და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა  მიულოცეს.

„ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი  ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო  ეტაპის დაწყებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის წარმატებები. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე დგას თითოეულ თქვენგანზე. მინდა დღევანდი დღე მივულოცო და მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics