13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 12:30:27, 687 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საშუალებით ვინმეს სანქციებისთვის თავი აერიდებინა

ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგასთან, ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანა ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.

"საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულდება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა",- ამბობს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს გუშინ, 14 მაისს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ლოკე რასმუსენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 

მინისტრს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.  

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics