13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 17:04:08, 735 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც ორგანიზაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

კობახიძის განცხადებით, ღონისძიებაზე  ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.

„ერთი წლის წინ დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ერთი წლის იუბილეს, სადაც პირველი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წლები. ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რისთვისაც მადლობა ორგანიზაციის თითოეულ წევრს. დღეს გაიმართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის და რეგიონული საბჭოების წევრების შეკრება, სწორედ იმისათვის, რომ განგვეხილა გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics