2023-05-13 14:27:41, 1574 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხმელნიცკი დაბომბეს - დაშავდა 21 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, გვიან ღამით ხმელნიცკი დაბომბეს, დაშავდა 21 ადამიანი,- აღნისნულის შესახებ ინფორმაციას ხმელნიცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ტიურინი ავრცელებს.
მისი თქმით, მტერმა რეგიონის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა, რომელიც დასახლებების გარეთ მდებარეობს.
მისივე თქმით, დაშავებულებიდან 2 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.
"დასახლებებში, რომლებიც დარტყმის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, აფეთქების ძლიერმა ტალღებმა დააზიანა სამოქალაქო ობიექტები: ჩამტვრია ფანჯრები, კარები, დაზიანდა სახურავები. კერძოდ, დაზიანდა საგანმანათლებლო, სამედიცინო და კულტურული დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, სამრეწველო ობიექტები, მრავალსართულიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსები“, - განაცხადა ტიურინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,