17:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 14:29:14, 1128 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია“ გააუქმა

რუსეთის საგარეომ რუსებისთვის "საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია" გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ავრცელებს.

ზახაროვას თქმით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში გააკეთებს.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ემთხვევა ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რათა თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად",- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა 15 მაისიდან გაუქმდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics