18:22 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 16:08:28, 738 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მოკვლევის დაწყება ჩვენი უწყებების დამსახურებაა და ამის შემდეგ დაიწყო „ბიბისიმ“ ჟურნალისტური გამოძიება

„ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს  გამოძიება და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმის გამოაშკარავება და მასზე მოკვლევის წარმოება ქართული საგამოძიებო უწყებების დამსახურებაა. 

„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. სუს-ის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. სანამ ტელეკომპანია „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ინფორმაცია და არაფერი გსმენიათ ამ თემაზე? ყველამ იცოდა, რომ პრობლემა იყო ეს „ქოლცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან. 

ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს  გამოძიება, კონკრეტული საქმის მასალების მოკვლევა. შემდეგ კი ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა იყო. გამოძიება მიმდინარეობს  და დაველოდოთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics