18:22 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 12:33:54, 812 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს

ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით რეფორმა განახორციელდა.

"ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს და მუდმივად იყოს მოულოდნელი ცვლილებების მოლოდინში... არის მიღებული გადაწყეტილება, რომ ელექტრონულად ტარდება და პროპორციული, წარმოიდგინეთ, რამხელა რეფორმა მოხდა ამ სისტემაში და ამათ, ამ მართლა საბოტაჟის სცენარისტებს მოუნდათ უცებ თემის სხვა საკითხზე გადატანა",- ამბობს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics