2023-05-08 14:45:58, 1415 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - რუსეთმა ღამით კიევზე ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა კიევზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა გასულ ღამეს განახორციელა,- აღნიშნულის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კლიჩკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონიდან ყველა ჩამოაგდეს.
"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ",- განაცხადაკლიჩკომ.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არც ერთი მცხოვრები არ დაღუპულა. მისი თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი, სკოლა და მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში.
„ამ სახლში მცხოვრები ადამიანები დაშავდნენ. 5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- დასძინა კლიჩკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,