19:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 10:53:02, 967 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი კალაძეს - შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო

კარგი იდეაა, ბატონო კახა კალაძე - თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო,- ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს.

კრამონი კალაძეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება ხუმრობაა.

"კარგი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდი, ვიმუშაოთ ამ საკითხზე. ყველა ჩემს გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!"- წერს კრამონი Twitter-ზე.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში".

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“,- აღნიშნა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics