09:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 21:58:54, 847 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 5 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში,  ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო (მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის  ახალი გასასვლელების მოწყობის მიზნით) სამუშაოების გამო, დროებით შეჩერებული იქნება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი,  მოქმედი გასასვლელების მუშაობა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების  ნაკადის გარკვეული შეფერხებით  გადაადგილება, დროებით განხორციელდება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სათადარიგო გასასვლელებით. 

აქვე გაცნობებთ, რომ მგზავრთა მიმართ საზღვრის კვეთის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, უცვლელად/შეუფერხებლად განხორციელდება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს.  შესაბამისად, მგზავრების/მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics