17:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 15:53:29, 1424 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი ვიყო, უკრაინაში ომს 24 საათში დავასრულებდი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს.

ტრამპის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პასუხისმგებელია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.

"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის და კარგად ვიცნობ პუტინს. ასე, რომ მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში 100%-ით. ეს გარიგება ადვილი იქნებოდა",- განაცხადა ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics