16:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 16:27:24, 1333 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განუცხადა.

მაღრაძის თქმით, მოსამართლის წინაშე გამოკითხა ყოფილი გამომძიებლის სურვილია.

"ბატონი სერგოს სურვილი იყო, რომ ჩვენება მისცეს უშუალოდ სასამართლოს. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება მისი გამოკითხვა. ეს არის მისი სურვილი",- ამბობს ადვოკატი.

თავად სერგო შუბითიძეს, რომელიც თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აღნიშნულს წინ უძღოდა „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუ, რომელშიც ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. 

შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics