20:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 10:30:33, 730 ნახვა

მსოფლიო
დუდა - დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება

2025 წელს, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა.

დუდას თქმით, ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის პრეზიდენტობისას მთავარი პრიორიტეტი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების EU-ში გაწევრიანება იქნება.

"მე და პრემიერ-მინისტრმა [მატეუშ მორავეცკი] კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს გინდოდეს, გახდე თავისუფალი დასავლეთის ნაწილი. დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება",- განაცხადა დუდამ.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოზე არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი 2021 წლის ივნისში მიანიჭა, ხოლო საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics