16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 11:43:25, 950 ნახვა

სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის უფლებადამცველები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განახლება აუცილებელია.

"საქმე უნდა განახლდეს აუცილებლად. ჩვენ გვქონდა შემხებლობა მტკიცებულებებთან და რომ არ გააკეთონ ეს, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმა. ყველა მეთოდს გამოვიყენებთ - საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, ყველა რანგის ადამიანებს ჩავრთავთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში, დაუსჯელობის სიდრომი და შერჩევითი სამართალი აღმოიფხვრას", - უთხრა მიხეილ რამიშვილმა "მთავარ არხს".

შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. 

შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics