16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 22:32:21, 917 ნახვა

სამართალი
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საგამოძიებო უწყებამ, 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტებს ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ნათელა გედენიძეს უნდა გადაუხადოს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო, რის თანახმადაც, დადგინდა, რომ რეპორტიორების დაკავების რეალური მიზეზი, არა ჯაშუშობა, არამედ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციიის დარბევის დროს გადაღებული ფოტოები გახდა.

როგორც ფოტოგრაფები აღნიშნავენ, ვერცერთი საკონპენსაციო თანხა ვერ გადაწონის იმას, რაც მათ გამოაიარეს.

"ვერცერთი ჩვენგან იმ ჯოჯოხეთს ვერ დაივიწყებს, რაც გავიარეთ, ყოველდღიურად ხდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რომ გვეღიარებინა, ის რაც არ ჩაგვიდენია", - აღნიშნავს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics