17:06 - 08 Jul, 2026
|
2023-04-25 15:09:19, 770 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, მუხიანი 2-ში, სამეგრელოს ქუჩაზე, დაახლოებით, 800 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი ეწყობა, რისთვისაც 601 438 ლარი დაიხარჯება. "ამავე მისამართზე 750 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობის შემდეგ კი, ორი ფენა ასფალტის საფარი დაახლოებით, 4 400 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება. სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის 700 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)