16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 13:58:32, 1086 ნახვა

სამართალი
სარფის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის  კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ი. აღნიშნული მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოჩენილი იქნა,  რამდენიმე შეკვრად დაფასოებული 1796  აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი  ("SUBOXONE"). 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics