21:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 09:06:13, 1234 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახდეპი - სუდანში დაპირისპირებული მხარეები 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“, სულ მცირე, 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ,- აღნიშნულის  შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშაბათიდან შედის ძალაში.

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულებისთვის აშშ რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სუდანის სამოქალაქო მხარეებთან კოორდინირებით ხელს შეუწყობს კომიტეტის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სუდანში მოლაპარაკებებს, საბრძოლო მოქმედებების საბოლოო დასრულებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. 

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics